19 ნოემბერი 2024,   07:35
ვრცლად
გამოძიებამ უნდა უპასუხოს იმ შეკითხვებს, რომელიც სახალხო დამცველს აქვს - არჩილ თალაკვაძე

სახალხო დამცველის ანგარიშის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს. ამის შესახებ განცხადება, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

ომბუდსმენის ანგარიშში წერია, რომ პასუხგაუცემელია კითხვა, ჰქონდა თუ არა ადგილი არაპროპორციული ძალის გამოყენებას თამირლან მაჩალიკაშვილის შემთხვევაში.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი თვლის, რომ ამ კითხვებს პასუხი არა საპარლამენტო კომისიამ, არამედ გამოძიებამ უნდა გასცეს.

Related image„საქმეს, რომელიც ანტიტერორისტულ ოპერაციას უკავშირდება და უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება, გამოძიება მიმდინარეობს და მიგვაჩნია, რომ გამოძიებამ უნდა უპასუხოს იმ შეკითხვებს, რომელიც შესაძლოა ამ შემთხვევაში ომბუდსმენს ჰქონდეს. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას პარლამენტში, ეს საკითხი ინიცირებულ აქვს ოპოზიციას და ამაზე ჩვენს გადაწყვეტილებას კენჭისყრის დროს დავაფიქსირებთ. ჩემი პირადი პოზიცია არის რომ ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ და როდესაც გამოძიება მიმდინარეობს, ეს სხვა საქმეზეც დავინახეთ, პარალელურად პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა არ არის სამართლებრივ პრაქტიკასთან შესაბამისობაში,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

ომბუდსმენის ანგარიში წერილობითი სახით დღეს გასაჯაროვდა. მაჩალიკაშვილის შემთხვევაში, ანგარიშში წერია, რომ დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რამდენად პროპორციული იყო ძალა რომელიც თემირლანის წინააღდეგ გამოიყენეს და რასაც ახალგაზრდა ემსხვერპლა.

ომბუდსმენი მიუთითებს რომ რამდენიმე მიმართულებით სწავლობდა საქმეს, რის საფუძველზეც საქმის მასალებზე დაშვება ითხოვა. გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველს უარი უთხრა. ამასთან, დღემდე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები დაზარალებულად არ არიან ცნობილი.

რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ საქმეზე არ ჩატარებულა სრულყოფილი გამოძიება და დღემდე ვერ მოხერხდა იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რომელიც ძიების საწყის ეტაპზე იქნა დაშვებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები