ბიძინა ივანიშვილი სამეგრელოში ხმებს აგროვებს. "ქართული ოცნების" ლიდერი შუალედური არჩევნების წინ ისევ გამოჩნდა. ის ახლა პირადად დადის კარდაკარ და დაპირებებს იძლევა.
პოლიტიკური PR-სპეციალისტებს არ უჭირთ ახსნა, რატომ დადის სოფელ სოფელ ქვეყნის ყველაზე გავლენიანი მოქალაქე. ყურადღების მიღმა არც მობილური ტელეფონით გადაღებული კადრები რჩებათ. ამბობენ, რომ კამერების გარეშე ხალხთან შეხვედრა ივანიშვილის სტრატეგიის ნაწილია, ჩანდეს უფრო ახლოს რიგით მოქალაქეებთან ერთად. რატომ სამეგრელო- ამ კითხვაზე პასუხი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია. სოფელ ხიბულამ პრეზიდენტად გრიგოლ ვაშაძე აირჩია.
ოლიგარქი პოლიტიკურ ბრძოლაში ყველა მეთოდს იყენებს - პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელს და ზუგდიდის ტაძრის მშენებლობის დასრულებისთვის გამოყოფილ მილიონებსაც.
PR ტექნოლოგიები, ვინც კარგად იცის, როდის, რას და რატომ აკეთებენ პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ გადამწყვეტი როლი ოპოზიციის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ითამაშა. მისი გამარჯვება ზუგდიდში ივანიშვილისთვის სააკაშვილის გამარჯვების ტოლფასი იქნება. შესაბამისად გადამწყვეტ ბრძოლაში პარტიის ლიდერი თავად ჩაერთო.
სპეციალისტები „ქართული ოცნების“ ლიდერის გააქტიურებას სააკაშვილის ფაქტორისადმი შიშით ხსნიან.