19 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
"დასაჯო სწრაფად ადამიანი იმიტომ, რომ პოლიტიკურად გატკინა, არის სამარცხვინო" - ბოკერია ევროსაბჭოს დელეგაციის შემადგენლობის ცვლილებაზე

ევროსაბჭოს დელეგაციის შემადგენლობაში ცვლილებები შევიდა - ეკა ბესელიას და ზვიად კვაჭანტირაძეს ყოფილი თანაგუნდელები სოფო კილაძე და არჩილ თალაკვაძე ჩაანაცვლებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში პირველი იანვრიდან შევა.

დაპირისპირების და მწვავე კამათის მიუხედავად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა კენჭი უყარა გადაწყვეტილებას და დადგენილების პროექტი მიიღო. 

საგარეო კომიტეტში განხილვამდე კვოტების ცვლილებასა და ოცნების ძველი წევრების ახალი გვარებით ჩანაცვლებაზე გადაწყვეტილება საპროცედურო კომიტეტზე მიიღეს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე იმყოფებოდა საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი, რომელმაც გადაწყვეტილების მიზეზი ახსნა.

მისი თქმით, საპროცედურო კომიტეტი ახალი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე იძულებული იყო, ეს გადაწყვეტილება მიეღო.

ამ განცხადების შემდეგ მწვავე დებატები გაიმართა მასსა და გიგა ბოკერიას შორის.

ოპოზიციონერ დეპუტატს აინტერესებდა, რატომ მიიღო პოლოტიკური გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობა მაშინ, როცა ბესელია მათი ოპონენტი გახდა.

ბოკერიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პირველ იანვრამდე არაფერი შეიცვლება დელეგაციის შემადგენლობაში, გაურკვეველია, რატომ მოამზადა ოცნებამ ისეთი დებულება, რომელიც ევროსაბჭოს პრინციპებს ეწინააღმდეგება.

გიგა ბოკერია-ის სურათის შედეგი„პოლიტიკურად სამარცხვინო გადაწყვეტილება არის, პერსონალური ნიშნით და პოლიტიკური ნიშნით დარღვევა იმისი, რაც ყველამ ვიცით, რომ ევროსაბჭოში არის კონკრეტული სტანდარტი და სურვილი, რომ დასაჯო სწრაფად ადამიანი იმიტომ, რომ პოლიტიკურად გატკინა შენ, არის სამარცხვინო,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიორგი კახიანისთვის გიგა ბოკერიას კრიტიკა მიუღებელია. კახიანმა კოლეგებს რეგლამენტის გაცნობისკენ მოუწოდა.

ბესელიას თქმით, ოცნება ევროსაბჭოს პროცედურებს არღვევს.

ეკა ბესელია-ის სურათის შედეგი„კიდევ ერთი წერილი გადმოგიგზავნე, სადაც ძალიან უხერხული იყო ეს კითხვა რომ დავსვი - დელეგაციის წევრი უნდა დაესწროს თუ არა იმ სხდომას, რომლის წევრიც არის და მითხრეს, რომ ქვეყანა თუ ამას არ ასრულებს, ეს ჩაითვლება როგორც ვალდებულებების შეუსრულებლობა,“ - განაცხადა ბესელიამ.

ევროსაბჭოს დელეგაციის შემადგენლობას დემარშით წასულ დეპუტატებს დაატოვებინებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე დელეგაციაში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყვნენ წარმოდგენილი და რადგან მათ ოცნება დატოვეს,  მმართველ პარტიას სურს, რომ დელეგაციის წევრთა შორის მათი გუნდის წევრები იყვნენ.

დღის ამბები