"ჩემს არყოფნაში რას დაგიმსგავსებიათ? ე.ი ქვის ჯუნგლებად გადაიქცა ქალაქი, თავისუფლებს მოედანი მომსპარია," - ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილმა კვირის აქცენტების სპეციალურ გამოშვებაში განაცხადა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეფასებით ქვეყანაში განადგურებულია ინფრასტრუქტურა და ეს თბილისს განსაკუთრებით ეტყობა.
მიხელ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა გაანადგურა მთელი ქვეყანა.
„საქართველოს გააბანძეს ბოლომდე. ივანიშვილს თავის თავზე დიდი წარმოდგენა არა აქვს. იცის, რა ბანძიც არის. უნდა, რომ ყველა გააბანძოს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.