19 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
"არ მგონია, რომ საქართველოს მთავრობამ ეს გაბედოს" - მიხეილ სააკაშვილი ოკუპირებული ტერიტორიების შესაძლო აღიარებაზე

„არ მგონია, რომ საქართველოს მთავრობამ ეს გაბედოს,“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ხელისუფლების მხრიდან ოკუოპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარებაზე საუბრისას გააკეთა. 

ნიკა გვარამიას კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ დადგეს საკითხი ისე, რომ საქართველომ აღიაროს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა, სავარაუდოდ, არ გაბედავს ამის აღიარებას.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთის ინტერესში შედის, რომ ოფიციალურად დოკუმენტით დადასტურდეს, რომ ომი 2008 წელს საქართველომ დაიწყო.

„ესენი გააკეთებენ შემდეგს - რამდენიმე ჩვენს სამხედროს წაუყენებენ ბრალს, აღმოჩნდება, რომ ქართველებმა ჩაიდინეს ომის დანაშაული, იქ ცხინვალელებსაც წაუყენებენ, რამდენიმე სხვა ქვეყანა აღიარებს, კოსოვოს აკეთებენ აბსოლუტურად. მათი ამოცანა არის, ამას აკეთებენ ივანიშვილის, წულუკიანის მეშვეობით, ზურაბიშვილის მეშვეობით, ჩვენი სამხედროების ჩასმა კი არ არის მიზანი, მიზანი აქ არის იურიდიული ცნობა,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

დღის ამბები