„ნაციონალური მოძრაობით ძალიან ვამაყობ იმიტომ, რომ ეს არის ზუსტი იდეოლოგიის მატარებელი 400 ათასი ადამიანი,“ - ეს განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გააკეთა.
კვირის აქცენტების სპეციალურ გამოშვებაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა პარტიაში ახალი სახეების გამოჩენაზე ისაუბრა.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეუერთდა გუნდს.
სააკაშვილის თქმით, პარტიის კარი ყველასთვის ღიაა და ერთ-ერთ მაგალითად გიორგი სიგუას შემთხვევა მოიყვანა, რომელიც მისი განცხადებით, მუდმივად აკრიტიკებდა.
„დღეს არის ამოცანა ერთი, მოწინააღმდეგე და მტერი ერთი და ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ეს და მე პიროვნულად ვინ მომწონს, ვინ არ მომწონს, რა მახსოვს, რაღაცები უნდა გახსოვდეს, რაღაცები არა,“ - განაცხადა სააკაშვილმა.