19 ნოემბერი 2024,   07:20
ვრცლად
საგანგაშო სიგნალი ევროპიდან - ოპოზიცია ევროპარლამენტარების წერილს აფასებს

საგანგაშო სიგნალი ევროპიდან - ასევე აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები იმ წერილს, რომელიც 11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა ფედერიკა მოგერინის გაუგზავნა.

დეპუტატები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მოუწოდებენ, მოახდინოს გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ მან ოპოზიციასთან დიალოგი დაიწყოს, რათა ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024-ის ნაცვლად, 2020 წლის არჩევნებისთვის გადავიდეს.

ოპოზიციის წევრების თქმით, დიალოგის შედეგად შესაძლებელია, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა რაც შეიძლება მალე მოხდეს. მათი აზრით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არასამართლიანია და არჩევნებზე გაყალბების შესაძლებლობას იძლევა. 

გიორგი კანდელაკი-ის სურათის შედეგი„წერილში აღნიშნულია, რომ არის კონსესუსი საქართველოს შიგნით და საქართველოს პარტნიორებს შორის ყველა "ქართული ოცნების" გარდა, როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებაში, ყველა თანხმდება, რომ აუცილებელია პროპორციული სისტემის რაღაც ვერსიაზე მაინც გადასვლა დაუყოვნებლივ. საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებელია, რაც არ არის პრობლემა პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, მაგრამ ასევე არსებობს კომპრომისული ვარიანტები, რომელსაც მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს ვგულისხმობ, რაც ყველაზე მეტად დაახლოებს სისტემას პროპორციულ სისტემასთან, რაც საკონსტიტუციო ცვლილებას არ საჭიროებს,“ - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი კანდელაკმა.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებულია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა შეიცვალოს.

გიორგი ბარამიძე-ის სურათის შედეგი„ქართულ ოცნებას“ უნდა ხელისუფლების შენარჩუნება, ამ კარგ იდეას, რომელზეც თვითონაც ამბობენ, რომ კარგია, იწონებენ მხოლოდ 2024 წლისთვის და არა შემდეგი არჩევნებისთვის, რაც გაუგებარია და უსამართლობის განცდას ტოვებს,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ.

წერილში, რომელიც ევროპარლამენტარებმა ფედერიკა მოგერინის გაუგზავნეს, ისმის უმწვავესი შეფასებები და საპრეზიდენტო არჩევნების უპრეცედენტო კრიტიკა. მიმართვის ავტორები ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლინდა უმძიმესი დარღვევები, მათ შორის მასშტაბური ხმების ყიდვა, შურისძიების შიში და საჯარო მოხელეებზე ზეწოლა და დაშინება.

ამავე მიმართვაში ნათქვამია, რომ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, 1991 წლის შემდეგ ყველაზე კრიტიკული იყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები