19 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
როცა ვსაუბრობთ პროპორციულ სისტემაზე, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს დიალოგის გზით - კარლ ჰარცელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინისთვის ევროპარლამენტარების მიერ გაგზავნილ წერილს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გამოეხმაურა. კარლ ჰარცელი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა გაგრძელდეს. შვედი დიპლომატის თქმით, ამ პროცესში ყველა პოლიტიკური ძალა და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები უნდა ჩაერთონ.

კარლ ჰარცელი-ის სურათის შედეგი"საარჩევნო სისტემა განხილვის თემა იქნება დღეს. როცა ვსაუბრობთ პროპორციულ სისტემაზე, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს დიალოგის გზით, რომელშიც საქართველოს პოლიტიკის ყველა აქტიური მოთამაშე ჩაერთვება. მათ ერთობლივად უნდა გააკეთონ დასკვნები ამ მოდელის პრიორიტეტულობასა და მინუსების შესახებ. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წელს საქართველოს იძულებით მოუწევს, თუ მანამდე არაფერი შეიცვლება, ეს არის განხილვის თემა და საჭიროებს აქტიურ ჩართულობას,“ - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კარლ ჰარცელმა.

გავლენიანი დეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მოახდინოს გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ მან ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგი დაიწყოს.

წერილში, რომელიც ევროპარლამენტარებმა ფედერიკა მოგერინის გაუგზავნეს, ისმის უმწვავესი შეფასებები და საპრეზიდენტო არჩევნების უპრეცედენტო კრიტიკა. მიმართვის ავტორები ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლინდა უმძიმესი დარღვევები, მათ შორის მასშტაბური ხმების ყიდვა, შურისძიების შიში და საჯარო მოხელეებზე ზეწოლა და დაშინება.

ამავე თემაზე
დღის ამბები