19 ნოემბერი 2024,   07:28
ვრცლად
ხელისუფლებაში დღეს ყოფნა ასოცირდება ფულის კეთებასთან, საშოვარზე არიან გამოსულები - ოპოზიცია OSGF-ის კვლევას ეხმაურება

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ კვლევას, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები გავლენებს ბიზნესის მფარველობისთვის იყენებენ, ოპოზიცია ეხმაურება.

ხელისუფლების ოპონენტების აზრით, მოქმედი ხელისუფლება ფულის კეთებასთან ასოცირდება. ისინი კორუფციაზე საუბრობენ. ოპოზიციის აზრით, ბიზნესი დღეს თავისუფალი არ არის და ბიზნესმენები დღეს ყველაზე შეზღუდულები არიან. მათი აზრით, ბიზნესმენები არათუ ოპოზიციური პარტიების დაფინასებას ვერ გაბედავენ, არამედ ისინი ოპოზიციასთან კომუნიკაციასაც კი ერიდებიან.

ნიკა მელია-ის სურათის შედეგი„ჰგავს იმ რეალობას, რომელიც არსებობს, ამ ქვეყანაში. ხელისუფლებაში დღეს ყოფნა ასოცირდება ფულის კეთებასთან. ეს ასოციაცია უვარდება პირველი საქართველოს მოქალაქეს. ყველა დონეზე ფულს აკეთებენ. საშოვარზე მოსულები არიან,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ.

ოპოზიციის წევრების თქმით, ხელისუფლების ნებისმიერი რგოლი ორიენტირებულია საკუთარ ინტერესზე, მაშინ, როცა ქვეყანაში უმუშევრობისა და სიღარიბის დონეზე იზრდება.

ოთარ კახიძე-ის სურათის შედეგი„ხელისუფლება ტოტალურად ჩაფლულია კორუფციაში. რეგიონებში თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებობს სერიოზული პრობლემა. ასეულობით ათასი ლარი იფლანგება და გაედინება თანამდებობის პირების ჯიბეებისკენ, გაბერილია ხარჯთაღრიცხვები,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები ფულის სანაცვლოდ მფარველობენ საკუთარ ბიზნესს. შედეგების თანახმად, ისინი იყენებენ ძალაუფლებას პირადი სარგებლისთვის და საკუთარი გავლენებით ფარავენ იმ უკანონო საქმიანობას, საიდანაც ისინი შემოსავალს იღებენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები