ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლის დაკავებას, საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ეხმაურება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თემურ დუმბაძე ხელვაჩაურის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარეს გადადგომისკენ მოუწოდებს. დეპუტატი ამბობს, რომ ხელვაჩაურის მერიაში დამკვიდრებულია კორუფციული სისტემა, რომელშიც მაღალი თანამდებობის პირები ფიგურირებენ.
„საქმე ერთი ადამიანის დაკავებაში არ არის, საქმე არის იმ დამკვიდრებულ სისტემაში, რომელიც წლების მანძილზე დამკვიდრდა ხელვაჩაურის მერიაში. მინდა მივმართო როგორც მერს, ასევე საკრებულოს თავმჯდომარეს. ბატონებო თქვენ თქვენი პასუხისმგებლობაა ყველაფერი, რაც ხდება ბოლო წლებში მერიაში, ამიტომ უნდა აიღოთ მორალური პასუხისმგებლობა, უნდა დატოვოთ თანამდებობები, უნდა შეიცვალოს ხელვაჩაურში მენეჯმენტი და უნდა მოვიდნენ წესიერი ადამიანები, რომლებიც შეასრულებენ მათ მოვალეობას კეთილსინდისიერად,“ - აცხადებს თემურ დუმბაძე.