19 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
არჩევნების წინ, სანდრა რულოვსმა საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცის მისამართი შეიცვალა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში მონაწილეობისთვის სანდრა ელისაბედ რულოვსმა ზუგდიდში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია გაიარა. მას უკვე ოფიციალურად აქვს უფლება იყოს კანდიდატი და მონაწილეობა მიიღოს შუალედურ არჩევნებში, რომელიც 19 მაისს გაიმართება.

ყოფილი პირველი ლედი ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ადგილობრივთა პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს.

პრიორიტეტი იქნება სოფლის მეურნეობის განვითარება, შიდა გზების კეთილმოწყობა და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება.

„დღეს ზუგდიდელი გავხდი, ვიყავი იუსტიციის სახლში და დავაფიქსირე ჩემი საცხოვრებელი ადგილი, მისამართი აქ ზუგდიდში. მე მგონი, ხვალიდან უკვე შედის ძალაში და ვიქნები უკვე ზუგდიდელი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველა ზუგდიდელისთვის მისაღებია და მათ დავეხმაროთ მერის ამპლუაში და მერე დავრჩები ზუგდიდში,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

დღის ამბები