საქართველოს მთავრობა პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს და 12 მაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. მამუკა ბახტაძის თქმით, ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელსაც მთავრობა იზიარებს. მისივე განცხადებით, დღეს მთავრობა მიმართავს პარლამენტს რომ საკანონმდებლო ცვლილება დაჩქარებული წესით განიხილოს.
„დღეს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს საკანონმდებლო ცვლილება რომლის მიხედვითაც 12 მაისი, რომელიც არის წმ. ანდრია მოციქულის ხსენების დღეს ასევე დადგინდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივა, რომლესაც ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ დარწმუნებული ვარ 12 მაისი გახდება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.