19 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
თქვენ მას თავდაცვის სამინისტროს კარი მიუხურეთ და ახლა პარლამენტის კარიც მიუხურეთ - ელენე ხოშტარია მინისტრს, მფრინავი ქალის დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

თქვენ მას თავდაცვის სამინისტროს კარი მიუხურეთ და ახლა პარლამენტის კარიც მიუხურეთ, მოსმენის უფლება არ მიეცით - ელენე ხოშტარიამ თავდაცვის მინისტრი სამხედრო მფრინავის, ეკატერინე ქვლივიძის დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. 

"ევროპული საქართველოს" დეპუტატმა მინისტრს ჰკითხა, რა პასუხი აქვს საქართველოს მისი პარტნიორი ქვეყნის, აშშ-ს მიმართ, რომელზეც დგას საქართველოს შეიარაღებული ძალები, როცა სამხედრო მფრინავის თანამედროვე სტანდარტებით მომზადებაზე სწორედ ამერიკამ იზრუნა.  

დღეს პარლამენტში მისული ეკატერინე ქვლივიძე სასესიო დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით არ შეუშვეს. ელენე ხოშტარიას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ იმაზე იზრუნა, რომ მინისტრისთვის ეკატერინე ქვლივიძის სახის დანახვით გამოწვეული უსიამოვნება აერიდებინა. 

"ამ შენობაში ახლა იმყოფება ეკა ქვლივიძე, რომელიც ყველა ქვეყნისთვის უნდა იყოს საამაყო სიმბოლო თანამედროვე ნატო-ს სტანდარტების ღირსეული შეიარაღებული ძალებისთვის.  ყველა რომ ფეხზე უნდა ვიდგეთ და ტაშს ვუკრავდეთ ისეთი ადამიანია. ეს ადამიანი ახლა დგას პარლამენტის მიერ მიჯახუნებული კარის მიღმა. არათუ თავდაცვის სამინსიტროს კარი მიუჯახუნეთ, პარლამენტის კარიც მიუჯახუნეთ, რომ ვაი და არ ესიამოვნოს ჩვენს თავდაცვის მინისტრს, რომ მისი სახე დაინახოს, უბრალოდ რომ მოუსმინოს.

"ამ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ წარმოუდგენელია, რომ ასეთი ადამიანებით არ ვამაყობთ. ამ მაგალითზე მინდა იმ სადღეგრძელოს მიღმა, რომელიც მოვისმინეთ რამდენიმე მთავარი პრობლემა გამოვავლინოთ: ეს არის ჯარის დისკრედიტაცია, ვის მოზიდვაზე ლაპარაკობთ, როდესაც ასეთ ადამიანს წიხლს ჰკრავთ და შეურაცხყოფთ.

"ამბობთ, რომ მილიონები უნდა დახარჯოთ შვეულმფრენების მოდერნიზებაში, აგერ გყავთ მფრინავი და გარდა იმისა, რომ გადინებაა, როგორ აპირებთ, ათეულობით ადამიანი უნდა,რომ ამ მოდერნიზებას მოემსახუროს. ვის ატყუებთ? სად ხარჯავთ ამ მილიონებს ადამიანებს თუ კარგავთ, ვინც შვეულმფრენები უნდა ატაროს.

"მას უფროსმა უთხრა, ქალებისთვის რესურსის ხარჯვას არ ვაპირებთო. კიდევ ერთი სისტემური პრობლემა. ამერიკელმა პარტნიორებმა, რომლებზეც დგას ქართული შეირაღებული ძალები, ამ ადამიანში ფული რომ ჩადეს და ათასობით დახარჯეს, რომ მერე ვიღაცა უზნეო ადამიანმა უთხრა, რომ ქალებისთვის დრო არ მყოფნის და მფრინავის გეგმაში ვერ ჩაგსვამთო და გორში ქვეითებში რომ გადააგდეს მფრინავი ადამიანი,“ - ამბობს ხოშტარია. 

დღის ამბები