19 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
„ეს არ არის კობახიძის პერსონალურად გადასაწყვეტი საკითხი"-ოპოზიცია ჯარიდან გათავისუფლებული მფრინავი ქალის სესიაზე დასწრებას ითხოვს

ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, რომელმაც სესიაზე სამინისტროდან წასული მფრინავი ქალი არ შეუშვა, ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. ოპონენტების განცდებით არ არსებობდა არანაირი მოტივაცია იმის, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს უარი ეთქვა ეკატერინე ქვლივიძისთვია დასწრებოდა ლევან იზორიას გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში.

„ეს არ არის ბატონი კობახიძის პერსონალურად  გადასაწყვეტი საკითხი. ამ შემთხვევაში საუბარია თქვენს გუნდზე უმრავლესობაზე, ვინც აქ  კლიმატს ქმნის და  თამაშის წესებს ადგენს ხომ? ამიტომ გთხოვთ, ყოველგვარი პოლიტიკური კინკლაობის გარეშე, პატივი ვცეთ იმ ადამიანს, რომელიც ემსახურა თავის სამშობლოს და  მივცეთ საშუალება რომ დაესწროს  სხდომას. არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ეს რამე პრობლემას უქმნიდა ან შეურაცხყოფას აყენებდა  მინისტრს, ან ჩვენ ინსტიტუტს და ის როგორც ის არ დაუშვეს ეს კი ნამდვილი შეურაცხყოფაა მთელი პარლამენტის და საზოგადოების,“-განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ.

ეკატერინე ქველიძის საკითხით დაინტერესდა მმართველი გუნდის წევრიც. ნინო წილოსანის განცხადებით იმ საქმის მასალებიდან, რომელსაც თავად გაეცნო დარჩა შთაბეჭდილება, რომ მფრინავ ქალთან დაკავშირებით უწყებამ გადადგა არასამართლებრივი ნაბიჯი არამედ ფორმალური.

„როგორც თვითონ თვლის, იქცა დისკრიმინაციის მსხვერპლად და ის ჩამოქვეითდა. შესაბამისად აქედან გამომდინარე მოუწია თანამდებობის დატოვება. მე რამდენადაც გავეცანი აღნიშნულ საქმეს და დოკუმენტაციას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სამინისტრომ გადადგა  ფორმალური სამართლებრივი ნაბიჯები და არა შინაარსობრივი,“-განაცხადა  ნინო წილოსანმა.

ირაკლი კობახიძეს ეკატერინე ქვლივიძის დარბაზში დაშვების შესახებ   „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ მიმართა. კობახიძემ გადაწყვეტილება, არ დაეშვა ქვლივიძე დარბაზში, რისკების თავიდან აცილებით ახსნა.

თავდაცვის სამინისტროს ოფიცერი ეკატერინე ქვლივიძე ხელმძღვანელობას გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. სამხედრო მფრინავი ქალი, რომელსაც 11 წლიანი გამოცდილება ჰქონდა, ამბობს, რომ სექსიზმის მსხვერპლი გახდა.

მისი განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა უარი უთხრეს ფრენაზე, მისიებსა და სხვადასხვა გადამზადების პროგრამაში მონაწილეობაზე, მიზეზად კი დაუსახელეს ის, რომ ქალი იყო. ეკატერინე ქვლივიძე ჯერ პრაქტიკულ ფრენებს ჩამოაშორეს, შემდეგ კი მფრინავი ქვეით ჯარში გადაიყვანეს.

თუმცა უწყებიდან წამოსვლის 5 თვის შემდეგ შეიტყო, რომ მას კონტრაქტის დარღვევისთვის 28 ათას ლარს სთხოვენ. მფრინავი უწყებიდან წამოსვლის მიზეზებზეც ღიად ალაპარაკდა და საქალაქო სასამართლოს შესაბამისი საჩივრით მიმართა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები