19 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
"დამელოდეთ, დაგირღვევთ იდილიას," - სესიაშვილი ოპოზიციას მიმართავს

"დამელოდეთ, დაგირღვევთ იდილიას" - ასე მიმართა ირაკლი სესიაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას, რომლის წევრებმაც პარლამენტში მისული ლევან იზორია თავდაცვის უწყებაში არსებულ კორუფციასთან და ნეპოტიზმთან დაკავშირებით გააკრიტიკეს.  ირაკლი სესიაშვილმა თინა ბოკუჩავა და სალომე სამადაშვილი გააკრიტიკა და მათ დაჰპირდა, რომ საკუთარი სიტყვით გამოსვლისას აუცილებლად დაურღვევს იდილიას. მან  საუბრისას "რუსთავი 2"-ც გააკრიტიკა და თქვა, რომ ომის შემდეგ ეს ტელევიზია ჯარისკაცების ფულით არის შეძენილი.

„ქალბატონმა სალომემ გაუგონარი  კორუფცია არისო დღეს თავდაცვის სამინისტროში და ქალბატონმა თინა ბოკუჩავამაც აქ სურათები ააფრიალა და დამელოდეთ ცოტა ხანი, ჩემი გამოსვლაც იქნება და იდილიას ნამდვილად  დაგირღვევთ. დაპატიჟეთ და გააცანით  ის დოკუმენტაცია, სადაც არის რეალური კორუფცია, მაგრამ ქალბატონი სალომე არ გახლავთ. ეტყობა,  "რუსთავი 2"-ს ინტერვიუს აძლევს, იმ "რუსთავი 2"-ს, რომელიც სამწუხაროდ  ომის შემდგომ თავდაცვის სამინისტროს ფულით, ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების ფულით არის ნაყიდი და დამელოდეთ ამაზეც ვისაუბრებ,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები