საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ სამხედრო ძალების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა ხდება.
მამუკა მდინარაძის თქმით, ქართული ჯარის მიმართ დაწყებულია მიზანმიმართული დისკრედიტაცია. მდინარაძე ამბობს, რომ ჯარის იმიჯზე სათანადო ზრუნვა არ ხდება.
"მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიდის ძალიან ხშირად ქართული ჯარის, ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ ხდება მცდელობა იმისა, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ სამხედრო ძალები - ეს არის კამპანიური ხასიათი მოქმედებები. ათასი კამპანიაა, ხან ხორცი არ აქვთ ჯარისკაცებს, მერე აღმოჩნდება რომ ტყუილი არის, მერე ამაზე აღარავინ რეაგირებს და ბოდიშზე საუბარი ზედმეტია კონკრეტული ტელეკომპანიების მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიჯზე ზრუნვა პირდაპირ გეტყვით, რომ ამ მიმართულებით რაღაც გვაკლია,“-ამბობს მდინარაძე.