19 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
როდესაც ვსაუბრობ ნატოს სტრატეგიასთან თანხვედრაზე, ვგულისხმობ რუსეთის საფრთხეებისგან თავდაცვას - იზორია კაკულიას კრიტიკას პასუხობს

ლევან იზორია მმართველი გუნდის დეპუტატის რომა კაკულიას კრიტიკას პასუხობს. საუბარია განცხადებაზე, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თავდაცვის მინისტრს ორ საათიანი სიტყვით გამოსვლა დაუწუნა და აღნიშნა, რომ მან არც ერთხელ არ ახსენა რუსეთი და მისგან მომდინარე საფრთხეები.

ლევან იზორიას განცხადებით, მაშინ როდესაც ის საუბრობს რეფორმებსა და ნატოს სტრატეგიასთან თანხვედრაზე, ის გულისხმობს სწორედ იმ საფრთხეებისგან თავდაცვას, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს. თავდაცვის მინისტრის თქმით, სწორედ ნატოს შეკავების და თავდაცვის პოლიტიკა სხვა არაფრისკენ არის მიმართული თუ არა რუსეთი.

„ერთ ერთი დეპუტატისგან ითქვა პოზიცია, რომ არ იყო მოხსენებაში საუბარი რუსეთის საფრთხეზე. რა თქმა უნდა მთელი ჩვენი კონცეფცია და მთელი ჩვენი თავდაცვის ძალების მიდგომები მიმართულია იქითკენ, რომ ნატოს სტრატეგიებთან თანხვედრაში. მე ხაზგასმით ვთქვი, რომ ნატოს მთავარი პოლიტიკა არის შეკავების და თავდაცვის პოლიტიკა და ნატო სხვა არაფრისკენ არ არის მიმართული თუ არა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. შესაბამისად როდესაც ვამბობ, რომ ყველა ჩვენი რეფორმა არის ნატოს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკასთან თანხვედრაში, ვგულისხმობ რა თქმა უნდა რუსეთიდან გამომდინარე საფრთხეებს და ყველაფერი, რაც კეთდება ჩვენი თავდაცვის უნარიანობის გაზრდისთვის, რა თქმა უნდა გულისხმობს ამ საფრთხეების შეკავებას და თავდაცვას,“-განაცხადა ლევან იზორია. 

ლევან იზორია პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში იმყოფება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები