19 ნოემბერი 2024,   07:29
ვრცლად
იზორიას ბრალდებები "რუსთავი2"-ს - მინისტრი პარლამენტში "კურიერის" ეთერში გასული სიუჟეტებიდან ამონარიდებით მივიდა

თავდაცვის მინისტრი პარლამენტში „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტებიდან ამოწერილი ამონარიდებით მივიდა.

ლევან იზორია შეეცადა, ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტებიდან ამოკრეფილი წინადადებებით ემტკიცებინა, რომ ქართული ჯარის დისკრედიტაცია ხდება და უწყება ჰიბრიდული ომის მსხვერპლია.

იზორიას თქმით, სიცრუეა, რომ სამხედრო მფრინავი ეკატერინე ქვლივიძე დისკრიმინაციული ნიშნით იდევნება.  მისვე განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში არც საეჭვო ტენდერები არსებობს და არც ძალადობა ჯარისკაცებზე.

იზორია პარლამენტი-ის სურათის შედეგი„როგორ აშუქებს მაგალითად, „რუსთავი 2“ გარკვეულ ინფორმაციებს. მაგალითად, ერთ-ერთ ბოლო სიუჟეტში საუბარია: „ ჯარი შიმშილს გადაურჩა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაუდევრობით, იზორიას უწყებას კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა, თავდაცვის სამინისტრომ ჩაშალა და სამხედროების მენიუდან ხორცპროდუქტების ამოღების საქმე რეალური გახდა, გარიგებამ კი გააჩინა ეჭვი, რომ ტენდერი მიზანმიმართულად ჩაშალეს და საეჭვო გარიგებებით ვიღაცამ უფრო დიდი ფული იშოვა“ - ამაზე მინდა პასუხი გაგცეთ. არავითარი ტენდერი არ ჩაგვიტარებია, მეორეც, ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა ტენდერით გამოვლენილ კომპანიასთან, რომელმაც შემდეგ ტენდერში ვერ მოიგო, თუმცა ბოლოს ისევ ამ კომპანიამ მოიგო, იგივე პირობებით გავაგრძელეთ ხელშეკრულება.

ითქვა ასევე „დისკრიმინაცია თავდაცვის სამინისტროში გენდერული ნიშნით“ მტკიცების ფორმით ხდება ეს ყველაფერი და თქვენ მეუბნებით,რომ ეს არ არის ჰიბრიდული შემოტევა და ეს არ არის დისკრედიტაციისკენ მიმართული ნაბიჯი?,“-ამბობს იზორია.

მისი თქმით, ჯარის დისკრედიტაციას ცდილობენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ ქართულ ჯარში 90-იანი წლები დაბრუნდა, რომ შეიარაღებულ ძალებში არსებული ვითარება შევარდნაძის ჯარში და საბჭოთა არმიაში არსებულ ვითარებას დაემსგავსა.

მინისტრი ამბობს, რომ ესეც სიცრუე და ჰიბრიდული ომის ნაწილია. მისი თქმით, ქართულ ჯარს საუკეთესო შეფასებებს აძლევენ ამერიკელი პარტნიორები.

მან ასევე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის კითხვას.

სამადაშვილმა მინისტრს ჰკითხა, ფიქრობდა თუ არა, რომ თუ ჯარს ამოეფარება კორუფციაზე ოპოზიცია აღარ ისაუბრებს. ასევე მინისტრი სამადაშვილმა იმის გამოც გააკრიტიკა, რომ არმიასა და თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკებს შორის მინისტრმა ტოლობის ნიშანი დასვა და თქვა, რომ ჩინოვნიკების კორუფციაზე საუბარია არმიას აზარალებს.

იზორია სამადაშვილის პასუხად ამბობს, რომ ეს ტოლობის ნიშანი ლოგიკურია, რადგან მინისტრი ახლა ის არის და მის უწყებასა და არმიაში არსებულ პრობლემებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც ის გრძნობს.  

„მე როგორც პასუხისმგებლიანი მინისტრი ვალდებულად ვთვლი,რომ მათ შორის პრობლემაც აღვიქვა როგორც მინისტრმა, როგორც პრობლემა,“-ამბობს იზორია.

დღის ამბები