19 ნოემბერი 2024,   07:28
ვრცლად
თავდაცვის მინისტრის შემოსავლები - საპარლამენტო ტრიბუნიდან იზორიამ ბინების გაქირავების ოჯახურ ბიზნესზე ისაუბრა 

საპარლამენტო ტრიბუნიდან თავდაცვის მინისტრმა ბინების გაქირავების ოჯახური ბიზნესის შესახებ ისაუბრა. ლევან იზორიამ ოპოზციის იმ ბრალდებებს უპასუხა, რომელიც მის არადეკლარირებულ შემოსავლებს, ძვირადღირებულ ავტომობილებს და სახლების მშენებლობებს უკავშირდება. 

მინისტრი შემოსავლის წყაროს განმარტავს. იზორიას თქმით, ის 22 წლიდან დასაქმებულია, აქვს მუდმივი შემოსავალი და ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მაღალ ანაზღაურებასაც იღებდა. გარდა ამისა მინისტრმა ერთ-ერთ მთავარ შემოსავლის წყაროდ, ოჯახური ბიზნესი, კერძოდ კი კუთვნილი უძრავი ქონების, სახლების გაქირავება დაასახელა. 

ლევანი იზორია-ის სურათის შედეგი

„ჯიპები, მზარდი დინამიკა ჩემი ხელფასების და აშენებული სახლი. მოგახსენებთ ყველაფერს დეტალურად. პირველ რიგში, ისეთი განცდა უნდა ადამიანებს, გარკვეულ საინფორმაციო საშუალებებს შეუქმნას, რომ მე მოღვაწეობა დავიწყე 2012 წლიდან. თურმე 2012 წლამდე, თუ რამე შემოსავალი გამაჩნდა, ეს ყველაფერი არის დავიწყებული. მე კარიერა და პროფესიული მოღვაწეობა დავიწყე 22 წლიდან. ამ ასაკიდან ყოველთვის ვიყავი დასაქმებული და ვიღებდი ხელფასს. ზოგ შემთხვევაში, საკმაოდ მაღალ ხელფასსაც. სხვათა შორის, აქვე მინდა გითხრათ, რომ თუ ვიღაცას ინტერესი აქვს, შემიძლია მათ შორის გერმანიაში მიღებული საბანკო ანგარიშებიდან თანხები დღესაც მაქს შენახული და განახოთ. ეს ერთი. მეორე, მათ შორის, საუნივერსიტეტო ხელფასებიც განახოთ. მინდა ამით ვთქვა, რომ ეს ჩემი აკადემიური საქმიანობით დანაზოგებია. მეორე, მიწის ნაკვეთი, რომელიც შევიძინე, შევიძინე საჯარო სამსახურში დაწყებამდე და სწორედ იმ დანაზოგებით, რომელზეც ახლა გესაუბრებით," - აცხადებს იზორია.

თავდაცვის მინისტრი არასწორ ინფორმაციას უწოდებს, თითქოს მას კრედიტად 700 ათასი დოლარი ჰქონდა აღებული. 

"რაც შეეხება, ამ დანაზოგებით შედეგად შემდეგ სახლის აშენებას, ეს იყო დაგეგმილი მანამდე და თითქოს მანამდე არაფერ არ გამაჩნდა, ესეც ტყუილია. მქონდა თბილისში და ახლაც მაქვს პრესტიჟულ ადგილზე ბინა, რომელსაც გარკვეული პერიოდი ვაქირავებდი კიდევ. ასე, რომ სწორედ ამ დანაზოგებით და ამ შემოსავლით, ავაშენე ის რაც სახლი აჩვენეს, რომელიც გაქირავებულია და გაქირავების შემდეგ კიდევ ავიღე საკმაოდ სოლიდური კრედიტი და არა ისეთი, როგორიც რუსთავი 2-მა თქვა მტკიცებით ფორმაში, თურმე 700 ათასი დოლარი ამიღია კრედიტად. მაშინ, როდესაც ეს არის145 ათასი დოლარის კრედიტი. მტკიცებით ფორმაში ამტკიცებს ერთ-ერთი ჟურნალისტი. როგორი მოსასმენია თქვენ თვითონ განსაჯეთ. ყველაფერი დეკლარირებულია, ყველაფერი ნამდვილია ციფრებში. რაც შეეხება ჯიპების თემას. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ რაც მე თავდაცვის უწყებაში დავიწყე საქმიანობა, არც ერთი მანქანა, მით უფრო ჯიპი პირადი თუ სამსახურეობრივი თუ რამე სარგებლობისთვის, არ შეგვიძენია,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

 

დღის ამბები