19 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
ფასები პროდუქტებზე არის საგრძნობლად გაზრდილი... ეს გამოიწვევს სოციალურ აფეთქებას - ზურაბ მელიქიშვილი

პროდუქტებზე გაზრდილ ფასებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკას უკავშირებენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პურის ფასი უკვე 10 პროცენტითაა გაზრდილი, რაც მოსახლეობას კიდევ უფრო მძიმე პირობებში აყენებს.

ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ზურაბ მელიქიშვილის თქმით, ამ ყველაფერმა შესაძლოა, ქვეყანაში სოციალური აფეთქება გამოიწვიოს.

Image result for ზურაბ მელიქიშვილი„ინფლაციაც გაზრდილია და ფასები პროდუქტებზე არის საგრძნობლად გაზრდილი. მათ შორის, მინდა გამოვყო პურზე ფასების ზრდა, რაც დაახლოებით, 10 პროცენტით არის გაზრდილი და საქართველოში, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ყოველდღიურ რაციონს შეადგენს პური და პურეული, მათთვის აღნიშნულ საკვებ პროდუქტზე ფასის გაზრდა არის კიდევ უფრო მეტი სიმძიმის აკიდება და კიდევ უფრო დიდი დარტყმის მიყენება. ფასები არის გაზრდილი როგორც ხილ-ბოსტნეულში, დაახლოებით, 20 პროცენტით, ასევე თევზეულზე 13 პროცენტით, ყველაფერი ეს გამოიწვევს საქართველოში სოციალურ აფეთქებას,“ - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

ოპოზიცია ამბობს, რომ შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების ცვლილებაა.

ქვეყანაში შესაძლოა, პური კიდევ გაძვირდეს. ამ პროგნოზებს მკვლევარები აკეთებენ და პურპროდუქტებზე ფასების ზრდას საერთაშორისო ბაზარზე ხორბალზე ფასის მატებას უკავშირებენ.

ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ პურის გაძვირება ავტომატურად გამოიწვევს სხვა პროდუქტების გაძვირებასაც. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები