19 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
არანაირ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლება პროვოცირება მოახდინოს ხორბლის და შემდგომში ფქვილის და პურის გაძვირების - მაჭავარიანი 

ადგილობრივად, ქვეყნის შიგნით, არანაირ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლება პროვოცირება მოახდინოს ხორბლის და შემდგომში ფქვილის და პურის გაძვირება - ამის შესახებ განცხადება, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გააკეთა.

მინისტრთა კაბინეტის წევრები პურსა და პროდუქტებზე ფასების ზრდას არ ელოდებიან. მთავრობაში აცხადებენ, რომ არანაირი პირობა არ არსებობს იმისთვის, რომ პროდუქტები გაძვირდეს.

„არანაირი წინაპირობა იმის, რომ გაძვირდეს ქვეყნის შიგნით გამოწვეული ფაქტორების არ არსებობს. მსოფლიო ბაზარზე როგორ მოხდება ფასის დინამიკა და ის როგორ აისახება ჩვენს ქვეყანაში, ეს ამ ეტაპზე მე მგონი ნაადრევია ამის თქმა. თუმცა ჩვენ ადგილობრივად, ქვეყნის შიგნით, არანაირ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლება პროვოცირება მოახდინოს ხორბლის და შემდგომში ფქვილის და პურის გაძვირების,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

პურის ფასის გაძვირების არ ელოდება არც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნათია თურნავამ.

„ჩვენ ვერ ვხედავთ წინაპირობას იმისთვის, რომ პური გაძვირდეს საქართველოში, უფრო მეტიც, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის სენსიტიური ჯგუფი, რომელიც პირველ რიგში ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. თუკი რამე პრობლემა დაიბადა, მზად ვართ მათთან საკონსულტაციოდ. გარდა ამისა, ვქმნით კონკურენტულ ელექტროენერგიის ბაზარს, კონკურენტულ გაზის ბაზარს, რაც ასევე მისცემს საშუალებას, რომ პირიქით, შეამცირონ თავისი დანახარჯები და კვლავ შეინარჩუნონ მიმზიდველი ფასები,“ - განაცხადა ნათია თურნავამ

ამავე თემაზე
დღის ამბები