19 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
მოვისმინეთ მინისტრისგან ძალიან ბევრი წუწუნი, თურმე დამოუკიდებელი მედია ბევრ შეკითხვებს სვამს - სამადაშვილი იზორიაზე

ბატონო ლევან, როდესაც გისმენდით, გამიჩნდა განცდა, რომ ვუსმენ შვეიცარიის, ლუქსემბურგის ან რომელიმე სხვა ძალიან დაცული, მშვიდი ქვეყნის თავდაცვის მინისტრს - ამ განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, თავდაცვის მინისტრის სიტყვით გამოსვლა შეაფასა. 

სალომე სამადაშვილმა ლევან იზორია პარლამენტის ტრიბუნიდან გააკრიტიკა და განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც ქვეყანა პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგას, თავდაცვის მინისტრს უნდა აეხსნა საზოგადოებისთვის, როგორ აპირებს უწყება პრობლემებთან გამკლავებას.

სალომე სამადაშვილი-ის სურათის შედეგი

„რეალობა არის ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც დგას ეგზისტენციალური გამოწვევების წინაშე. მათ შორის თავდაცვის, უსაფრთხოების და უშიშროების თვალსაზრისით და თავდაცვის მინისტრს, ვფიქრობ, უნდა აეხსნა პარლამენტისთვის, რამდენად არის ჩვენი თავდაცვის სისტემა მზად ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ვშიშობ, რომ ეს ჩვენ დღეს აქ ვერ მოვისმინეთ, თუმცა მოვისმინეთ მინისტრისგან ძალიან ბევრი წუწუნი, მე ვიტყოდი, იმაზე, რომ თურმე დამოუკიდებელი მედია ძალიან ბევრ შეკითხვებს სვამს თქვენი უწყების მუშაობასთან დაკავშირებით და თურმე ოპოზიცია ზედმეტად გაწუხებთ საკუთარი შეკითხვებით,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება გაიხსენა, სადაც მან საქართველოს ხელისუფლება 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ომის დაწყებაში დაადანაშაულა. სამადაშვილის თქმით, პრობლემას სწორედ მსგავსი შინაარსის განცხადებები წარმოადგენს და არა ოპოზიციის მიერ დასმული მწვავე შეკითხვები.

„ბატონო მინისტრო, ჩვენ კი არ ვმონაწილეობთ ჰიბრიდულ ომში რუსეთის ქართი სახელმწიფოს წინააღმდეგ. როდესაც თქვენ დღეს ამ ტრიბუნაზე იდექით და ვერ გაბედეთ რომ გეთქვათ რომ ქვეყნის პრეზიდენტის და მთავარსარდლის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ ჩვენ ვართ დამნაშავე 2008 წლის ომში, ეს არის ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილი და ეს არის ის, რაც დარტყმას აყენებს ჩვენს ჯარისკაცებს, ეს არის დღეს ქვეყანაში პრობლემა და არა ის რომ ოპოზიცია მწვავე შეკითხვებს გისვამთ,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები