წლების განმავლობაში ხომ შეიძლება, რომ პროცენტი ცოტა მაინც შემცირდეს თქვენს გამოსვლებში მხოლოდ წინა ხელისუფლებაზე საუბრის - ამ განცხადებით, პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა.
გიგა ბოკერიას თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არს საუბრობენ გეგმებზე, პრობლემები აღმოფხვრის გზებზე და გამოსვლების დიდ ნაწილს, სწორედ წინა ხელისუფლების კრიტიკას უთმობენ.
„წლების განმავლობაში ხომ შეიძლება რომ პროცენტი ცოტა მაინც შემცირდეს თქვენს გამოსვლებში მხოლოდ წინა ხელისუფლებაზე საუბრის, ტყუილ-მართალის. იქ არც შევალ რა პროცენტი იყონ ტყუილი და რა მართალი. უბრალოდ, პროცენტი, 90%, დავითვალე დრო. ხომ შეიძლება თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ 90% დრო დაუთმოს ათი წლის წინანდელი ამბების განხილვას მისთვის ჩვეული ემოციურობით. რაღაც შეთქმულების თეორია გაქვთ, კლასიკურ გზაზე დგახართ იმ ქვეყნის, რომელიც ჩვენი მთავარი საფრთხეა,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
თავდაცვის მინისტრს მიმართა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმაც.
„როდესაც შენი ქვეყნის მიწების 22% ოკუპირებულია და შენს კონსტიტუციაში არ წერია, რომ სახელმწიფოს მთავარი ამოცანა ეს არის შენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. შოკისმომგვრელი განცხადებები კეთდება ამ დარბაზში. მე ყველას ვურჩევ, რომ ცოტა ადექვატურობის ფარგლებს დავუბრუნდეთ, საღად ვიაზროვნოთ, ანალიზი გავაკეთოთ,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.