რასობრივი შეუწყნარებლობა და ქსენოფობია, უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში - ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა ანგარიში წარადგინა.
ანგარიშში, რომელიც აღნიშნულ საკითხებზე პირველად მომზადდა, ასახულია კონკრეტული მაგალითები, სტატისტიკური მონაცემები და არსებული გამოწვევები.
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელის, მარიამ ღავთაძის თქმით, ანგარიში ასახავს საქართველოში უცხოელების უფლებრივ მდგომარეობას და მათ წინაშე არსებულ სისტემურ პრობლემებსაც.
„ჩვენ ბოლო წლებში ვნახეთ, რომ არაერთი პოპულისტური თუ ულტრანაციონალისტური ჯგუფების მომრავლების ფონზე რასიზმის შემთხვევები მატულობს, სახელმწიფოს სტატისტიკა არ არის იმდენად მაღალი, როგორც ფაქტები, რომლებზეც საუბრობენ ჩვენთან ადამიანები, რადგან შეიძლება ამის მიზეზი იყოს, რომ ხშირად არ მიმართავდნენ სამართალდამცავ უწყებებს,“ - განაცხადა მარიამ ღავთაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მინდია დავითაძე კი ამბობს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ხდება სიძულვილის ენით მოტივირებული შემთხვევების აღრიცხვა და გამოძიებაც შესაბამისი მუხლით იწარმოება.