19 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
სახელმწიფო მანქანა თქვენი ჩაყოლებით დაკავებულია ივანიშვილის მიერ ამოჩემებული ადამიანის განადგურებით - ხოშტარია გვენეტაძეს მიმართავს

„ფულის გამთეთრებლის იარლიყი რომ მიაწებეთ ამ კაცს, თქვენ ცალკე ხართ? მაშინ გვითხარით, რომ პროკურატურამ ტყუილად მიაწება ეს, არასწორი იყო ეს და თქვენ ამას არ ეთანხმებით. ამასაც ვერ გვეუბნებით. ყველაფერი გააკეთეთ და ახლა იძახით, არ ვიცი, ამას ვერ ვიტყვიო, ახლა მაინც დაიჭირეთ მკაფიო პოზიცია და კრიმინალური ოპერაციიდან გამოძვერით,“ - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომელიც პარლამენტში მოხსენებით წარდგა.

ოპოზიციის წარმომადგენელს კობა გვენეტაძესთან „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით მწვავე კითხვები ჰქონდა. ელენე ხოშტარიამ ბანკსა და მის დამფუძნებლებზე შეტევას კრიმინალური ოპერაცია უწოდა.

ხოშტარიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებითაც დაუსვა შეკითხვები.

ელენე ხოშტარია-ის სურათის შედეგი„ნამდვილად გასაგებია, აქამდეც გასაგები იყო, რატომ არ გინდათ კომიტეტზე მოსვლა, რატომ არ გინდოდათ „თიბისის“ წარმომადგენლებთან ამ საკითხებზე საუბარი და ისიც გასაგებია, მთელი „ქართული ოცნება“ შავზე თეთრით მტკიცებით როგორ ამტკიცებს, რომ საკომიტეტო და პლენარულ მოსმენებს შორის განსხვავება არ არის. სახელმწიფო მანქანა თქვენი ჩაყოლებით ამ პროცესში არის დაკავებული კანონის დარღვევით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ამოჩემებული ადამიანის განადგურებით. ბატონი მამუკა ხაზარაძე, როცა იყო კომიტეტზე, კონკრეტულ გარემოებებზე საუბრობდა, პირად საუბარზე, სადაც თქვენ მას ჰპირდებოდით წერილს, სადაც იქნებოდა ახსნილი, რომ ფულის გათეთრების პრობლემა არ არის. იყო საუბარი, რომ ამ წერილის სანაცვლოდ მას ეუბნებოდით, რომ თანამდებობიდან გადამდგარიყო,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები