განათლების სამინისტროს მიერ გაფლანგული 120 მილიონი ლარი -სახელმწიფო აუდიტის დასკვნას "ნაციონალურ მოძრაობაში" გამოეხმაურნენ.
დიმიტრი შაშკინი გამოძიების დაწყებას პროკურატურას სთხოვს. დასკვნის მიხედვით უფასო ფაკულტეტები, რომელიც სახელმწიფოს ყოველწლიურად 20 მილიონი ლარი უჯდება, არაეფექტურია.
„2013 წელს გიორგი მარგველაშვილის მინისტრობის პერიოდში იყო მიღებული გადაწყვეტილება უფასო ფაკულტეტების გახსნასთან დაკავშირებით. გაიხსნა ფილოსოფიის უფასო ფაკულტეტი და ა.შ. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს არის არასწორი გადაწყვეტილება. არანაირი მოთხოვნა ათასობით ფილოსოფოსზე საქართველოში არ არის, ერთი ძლივს დასაქმდა, ისიც ბიძინა ივანიშვილმა დაასაქმა მაშინ. 120 მილიონი, რომელიც დაიხარჯა, დაიხარჯა მავნებლობის გამო, არაპროფესიონალიზმის გამო თუ მიზანმიმართული კორუფციული გარიგეგების გამო? ამაზე პროკურატურამ უნდა გასცეს პასუხი,“ - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.