19 ნოემბერი 2024,   07:35
ვრცლად
"TBC ბანკის" დამფუძნებელს და პოლიტიკოსებს, მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მტკიცებით ფორმაში განცხადებების გაკეთებისგან, მოგვცენ მშვიდად მუშაობის საშუალება - გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი TBC ბანკის დამფუძნებლებსა და პოლიტიკოსებს სთხოვს თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომელიც ხელს შეუშლის საბანკო სექტორისა და ეროვნული ბანკის მშვიდ და დამოუკიდებელ ფუნქციონირებას. 

კობა გვენეტაძის განცხადებით, TBC ბანკი  და ეროვნული ბანკი დაუბრუნდნენ მუშაობის ჩვეულ რეჟიმს და განსაკუთრებული სიახლეების მოლოდინი არ არსებობს. 

„ამ საკითხის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი ხელს უშლის, როგორც TBC ბანკის და ისე ეროვნული ბანკის ნორმალურ და დამოუკიდებელ ფუნქციონირებას. მოვუწოდებ საზოგადოებას, დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ მტკიცებით ფორმაში განცხადებების მიღებისაგან, დაიცვან ეთიკურობისა და ობიექტურობის მაღალი სტანდარტი.

კიდევ ერთხელ გთხოვთ და მოგიწოდებთ ყველას, განსაკუთრებით კი "TBC ბანკის" დამფუძნებელს და პოლიტიკოსებს, მოგვცეთ საბანკო სექტორს და ეროვნულ ბანკს მშვიდად და დამოუკიდებლად ფუნქციონირების საშუალება,"- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

დღის ამბები