19 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
პირველი პრიორიტეტი კონსულისთვის დაკავებული ადამიანებია - ვლადიმერ კონსტანტინიდი ბარსელონაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე 

ბარსელონაში სპეცოპერაციისას საქართველოს მოქალაქეების დაკავებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ. უწყების სპეციალური წარმომადგენელის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, კონსულის მთავარი პრიორიტეტი დაკავებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა და მათი უფლებებია. 

კონსტანტინიდმა ემიგრანტების იმ განცხადებებს უპასუხა, სადაც ისინი ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ესპანეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა.

მისი თქმით, ამ საკითხების გადაბრალება დავით ზალკალიანის ვიზიტზე არასერიოზული მიდგომაა.

დაკავშირებული სურათი"არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სავიზო რეჟიმის არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს სავიზო რეჟიმი უნდა დაარღვიოს მოქალაქემ. კონსულტაციები მიღებული აქვთ, არაინფორმირებულობასთან არ გვაქვს საქმე, სამწუხაროდ, ცით იქ, რომ არიან ადამიანები, ვისაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ თან, რაც ცუდია, ნეგატივია ამ კუთხით. თუმცა ჩვენს საკონსულოს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ეს ადამიანები გაფრთხილებულები ყოფილიყვნენ სავიზო რეჟიმის დარღვევის შესაძლო შედეგებზე. კონსული ახლაც, ამ წუთშიც ჩართულია. აქტიურად მუშაობს. პირველი პრიორიტეტი მისთვის დაკავებული ადამიანებია, მათი ჯანმრთელობის, უფლებების მდგომარეობა,“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები