19 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
"ძირითადი საკითხი იყო საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები" - კობახიძე ეუთო-ს რეკომენდაციების განსახილველად მზადყოფნას გამოთქვამს

დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და მსჯელობა ეუთო-ს რეკომენდაციებზე დასრულდა.

ირაკლი კობახიძემ განმარტება გააკეთა თუ რა შენიშვნების გათვალისწინებას აპირებს იმ მკაცრი დასკვნიდან, რომელიც გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოაქვეყნა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი აპირებს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას, მათ შორის ერთ-ერთი საარჩევნო აგიტატორების პრობლემების მოწესრიგებაა.

„ძირითადი განსახილველი საკითხი იყო საარჩევნო კანონმდებლობაში, ასევე პოლიტიკური პარტიების მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები. ჩვენ საჯაროდ გამოვთქვით მზად ყოფნა, რომ განვიხილოთ ეუთოს და უდირის რეკომენდაციები, რომელიც დაკავშირებულია არჩევნებთან, პოლიტიკური პარტიების რეგულაციებთან და მზად ვართ, რომ შესაბამისი ცვლილებები წლის ბოლომდე ავსახოთ კანონმდებლობაში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები