19 ნოემბერი 2024,   07:32
ვრცლად
ეკონომიკაზე მითითება სპეკულაციაა - კობახიძე მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციას პასუხობს

ბარსელონაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან. „ქართული ოცნების" ლიდერები ოპოზიციის იმ განცხადებებს პასუხობენ, სადაც ხელისუფლების ოპონენტები მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლის მიზეზად, მძიმე სოციალურ ფონს ასახელებენ. 

მმართველი გუნდის წევრების თქმით, საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე აპელირება მხოლოდ ოპოზიციის პოლიტიკური სპეკულირებაა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდი გაიხსენა. კობახიძის განცხადებით, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მაშინ 150 ათასი ღარიბი ჰყავდა ქვეყანაში, რაც ახლა შემცირებულია.

Image result for ირაკლი კობახიძე„სულ რომ ადამ სმიტი და გენიოსები ჩამოიყვანო, დასჭირდება არაერთი წელი, სამწუხაროდ, რადგან თავისი ზღვარი აქვს ეკონომიკურ განვითარებას, მანამდე იქნება პრობლემა იმიგრაციის კუთხით. როგორც კი აღმოიფხვრება ეს სხვაობა, თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და საქართველოს შორის, ვიდრე ეს ვითარება გვექნება, მანამდე იქნება ემიგრაციის პრობლემა. მას შემდეგ, რაც აღმოიფხვრება ეს პრობლემა, ამას დასჭირდება რამდენიმე წელი, ამის შემდეგ უკვე პრობლემა იქნება აღმოფხვრილი. ამიტომ, რაც შეეხება ეკონომიკაზე მითითებას, ეს არის სპეკულაცია. მათ ჰქონდათ მილიონ 150 ათასიანი მაჩვენებელი სიღარიბის კუთხით 2012 წელს და მათი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე იყო 3 ათას 600 დოლარი, რაც არის მნიშვნელოვნად გაზრდილი და სიღარიბის მაჩვენებელი, არის შემცირებული,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანას არ შეექმნას პრობლემა ვიზალიბერალიზაციის კუთხით და არ ამოქმედდეს შეჩერების მექანიზმი.

Image result for არჩილ თალაკვაძე„დავინახეთ განცხადებებში, რომ არის ერთგვარი გამართლების მცდელობა, რომ დანაშაულის ჩადენა ან კრიმინალი შეიძლება გავამართლოთ იმით, რომ არის ეკონომიკური პრობლემა სადღაც და სიღარიბის პრობლემა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, აქ ტოლობის ნიშანი დაისვას. ჩვენ ჩვენი მხრივ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო მეტი ტემპებით გაიზარდოს, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი. რაც მთავარია უვიზო რეჟიმსა და ევროკავშირთან ურთიერთობას, არანაირი ჩრდილი არ მიადგეს,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები