19 ნოემბერი 2024,   07:17
ვრცლად
მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება - პენიტენციური სამსახური და ადგილობრივი საბჭო საკითხზე თვის ბოლომდე იმსჯელებს 

პენიტენციური სამსახური და ადგილობრივი საბჭო ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ თვის ბოლომდე იმსჯელებს - ამის შესახებ „კურიერს“ პენიტენციურმა სამსახურმა წერილობით შეატყობინა.

მათი განმარტებით, საქალაქო სასამართლოს 25 მარტის გადაწყვეტილება, რომლის იგნორირებაშიც მერაბიშვილის ადვოკატები იუსტიციის სამინისტროს ადანაშაულებენ, პენიტენციურ დაწესებულებას 26 მარტს ჩაბარდა.

მათი განცხადებით, გამოთხოვის პროცესშია ყველა საჭირო დოკუმენტაცია. ადგილობრივი საბჭო კი ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს უახლოეს სხდომაზე, მიმდინარე თვის ბოლომდე განიხილავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები