„მესამე წელია, ჩვენ ვითხოვთ ჩვენი წაგლეჯილი თანხების დაბრუნებას. კობა გვენეტაძის მშობლები არიან დაზარალებული კომპანია "საქართველოსი,“ - ეს განცხადება, საფინანსო კომპანია საქართველოს ერთ-ერთმა დაზარალებულმა მეანაბრემ გააკეთა.
მისი თქმით, საფინანსო კომპანია საქართველოსგან ასობით მოქალაქეს მიადგა ზარალი. დაზარალებულებს შორის კი თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მშობლებიც არიან.
„ეს არის ძალიან უცნაური ფაქტი, კობა გვენეტაძემ თავისი უმოქმედობით და არაპროფესიონალიზმით, გაწირა 2300 მეანაბრე. მათ შეეძლოთ, თუ ეს იყო თაღლითური სქემა, როდესაც მოვიდნენ 2012 წელს სამართლიანობის პრინციპით, დაეხურათ ეს კომპანია, ვიდრე იყო 400 მეანაბრე, ამათ პირიქით, გაზარდეს რაოდენობა მეანაბრეების,“ - ამბობს აქციის მონაწილე.
აქციის მონაწილეების თქმით, სახელმწიფო მათ დასახმარებლად არაფერს აკეთებს.
„როგორ შეიძლება ასე თქვითდინებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მამაც ვერ არკვევდეს, სად შეიტანოს ფული და მერე ჩვენ გვეუბნებიან, თქვენ მოქალაქეებმა სად შეიტანეთ ფულიო,“ - ამბობს აქციისა მონაწილე.
პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლა აქციის ფონზე მიმდინარეობს. „ოცნებაში ჩახოცილი 31 მეანაბრე“ - შ.პ.ს. საქართველოს დაზარალებული მეანაბრეები პარლამენტთან აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების თქმით, სახელმწიფო მათ დასახმარებლად არაფერს აკეთებს. მატივე თქმით, საფინანსო კომპანია „საქართველოს“ ამ დრომდე ასობით დაზარალებული ჰყავს. აქციის მონაწილეები უკვე მესამე წელია, დახმარებას უშედეგოდ ითხოვენ.