TBC ბანკის საქმე - ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან დეპუტატებს ყველაზე მეტი კითხვა სწორედ ამ საქმესთან მიმართებაში ჰქონდათ.
საპარლამენტო ოპოზიცია კობა გვენეტაძისგან მოითხოვდა დაემტკიცებინა, რომ ის TBC ბანკთან მიმართებაში დამოუკიდებლად მოქმედებდა და საქმე პოლიტიკური არ იყო. გვენეტაძის განცხადებებმა ოპოზიციისგან კიდევ უფრო მეტი კრიტიკა გამოიწვია. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მას ჯალათი უწოდა. ჭიაბერაშვილის თქმით, საპარლამენტო ტრიბუნიდან კობა გვენეტაძე ფაქტებს შეგნებულად ამახინჯებს.
"ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც მსხვერპლი არის-მეთქი, ვხედავდი, რა თქვენს აკანკალებულ ხელებს და გაწითლებულ სახეს. მაგრამ დღეს რომ გიყურებდით ტრიბუნაზე, თქვენ უკვე მსხვერპლი აღარ იყავით ჯალათი იყავით,რომელიც ფაქტებს შეგნებულად მცდარად წარმოაჩენდით,“- მიმართა ზურაბ ჭიაბერაშვილმა კობა გვენეტაძეს.