19 ნოემბერი 2024,   07:29
ვრცლად
ალეკო ელისაშვილმა მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლევან იოსელიანი წარადგინა

ალეკო ელისაშვილმა მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლევან იოსელიანი წარადგინა. როგორც „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა განმარტა, მნიშვნელოვანია, პარლამენტში საზოგადოებრივ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება.

„ქართულ პოლიტიკას ახლა სუფთა ჰაერივით სჭირდება ლევანისნაირი ადამიანები, ის არის პროფესიონალი ადვოკატი, ის არის ჩემი მეგობარი, თანამოაზრე, თანამებრძოლი. ის ამდენ ხანს საჯაროდ არ მეხმარებოდა და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის უკვე საჯაროდ ჩაერთვება პოლიტიკაში და ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ პოლიტიკის გაჯანსაღებისთვის და ქვეყნის წინსვლისთვის,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ლევან იოსელიანის განცხადებით, დედაქალაქს, პირველ რიგში, რეკრეაციული ზონის გაუმჯობესება სჭირდება და ის პრობლემების მოგვარებას „ლადოს სკვერიდან“ დაიწყებს, რომელიც სოლოლაკში ერთადერთი რეკრეაციული სივრცეა.

დღის ამბები