საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხებით უკმაყოფილო არიან.
მმართველი გუნდის ყოფილი წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, კობა გვენეტაძემ მის მიერ დასმულ კითხვებს სათანადო პასუხები არ გასცა.
„აქ სახუმაროდ არიან მგონი მოსული, ნახევარ კითხვებს პასუხს არ სცემენ, მე ვერ მივიღე პასუხი. რა ქმედებაზე უნდა გადავიდეთ? - შეფასება ამათ არ აქვთ ორიანი რომ დავუწეროთ. გოჭის თავს რომ ჩამოატარებენ სუფრაზე, ისე ჩამოგვიტარებთ ამ მინისტრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტებს და მერე იძახით, რომ მაგარი ეფექტური სხდომები გვაქვსო,“- განაცხადა ჭიჭინაძემ.