19 ნოემბერი 2024,   07:31
ვრცლად
„ნუ გაბრაზდები, ცივი წყალი ბევრია ყველგან, გააჩუმეთ" - დაპირისპირება დავით ჭიჭინაძესა და შოთა ხაბარელს შორის

„ნუ გაბრაზდები, ცივი წყალი ბევრია, „კრანში“ ყველგან, გააჩუმეთ. დიდხანს უნდა გაგრძელდეს ეს პროცედურა? დააპაუზეთ!“ - ეს განცხადება დავით ჭიჭინაძემ შოთა ხაბარელის მისამართით გააკეთა.

პარლამენტში ხმაური მმართველი გუნდის დეპუტატის გამოსვლას მოჰყვა, რა დროსაც შოთა ხაბარელმა ყოფილი თანაგუნდელები პროცუდრების დარღვევასა და მავნებლობაში დაადანაშაულა. შოთა ხაბარელმა მათ მოუწოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ნუ დაემსგავსებიან. 

ხაბარელის კომენტარს „ქართული ოცნებიდან“ გარიცხული დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის გაღიზიანება მოჰყვა. 

„ბატონო ირაკლი, ეს უკვე აღარ არის სერიოზული, ეს უკვე ყველა ზღვარს გადასცდა აი, აქ სიტუაცია. ეს არის მიზანმიმართული მავნებლობა, რასაც ჩვენ ვხედავთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან. სამწუხაროა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მეტს. უკვე დიდი ხანია, რაც გავიდნენ პარტიიდან, ისინი უფრო მეტს მავნებლობენ, ეს არის ყველაზე ცუდი. ჩვენ აქ ვართ, რომ საქმე ვაკეთოთ, მოსულია ბანკის მმართველი და მას უნდა მოვუსმინოთ. ამას უყურებს საზოგადოება, ასეთი მავნებლობა თქვენ არ გაგივათ. თქვენ აღარ იცავთ არც პროცედურას, აღარაფერს, ამათ ნუ დაემსგავსებით, ამათ ისედაც ავნეს ქვეყანას, დაანგრიეს, გააფუჭეს და თქვენც ნუ აუბამთ მხარს, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

 

დღის ამბები