19 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
ადვოკატებზე განხორციელებული მუქარა და კიბერთავდასხმა - ადვოკატებმა ქუთაისში შეხვედრა გამართეს

ადვოკატებზე განხორციელებული მუქარისა და სოციალურ ქსელში კიბერთავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციის ქუთაისში ოფისში დღეს შეხვედრა გაიმართა. 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ონისე მარგიანის, თქმით, ეს არ არის მხოლოდ მუქარა, არამედ ეს არის სავარაუდოდ ადვოკატების საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტი.

შსს თანამშრომლობს მათთან, აწვდის ინფორმაციას გამოძიების მიდინარეობის შესახებ, თუმცა, დღემდე ვერ მოხერხდა ფეისბუქგვერდის შემქმნელების დადგენა.

ადვოკატები შსს-ს სწრაფი რეაგირებისაკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 5დეკემბერს დაიწყო. 

დღის ამბები