ქართული ოცნების სახელით შუალედურ არჩევნებში ზუგდიდში კენჭს გიორგი შენგელია იყრის.
მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი დღეს პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. ზუგდიდში მთავარ მოედანზე შეკრებილებს ქართული ოცნების ლიდერებმა და თავად მერობის კანდიდატმაც მიმართეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, გიორგი შენგელიამ წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარების კონკრეტული გეგმა აქვს.
„ზუგდიდის მერობა არის ძალიან საპასუხისმგებლო, თუმცა, იმ ხედვებით, იმ კონკრეტული გეგმით, რომლითაც მე ჩემს გუნდთან ერთდ მოვდივარ, მე დარწმუნებული ვარ თქვენი დიდი მხარდაჭერით ყველაფერს შევძლებთ და მოვახდენთ უკეთესი ზუგდიდის შენებას,“ - განაცხადა გიორგი შენგელიამ.