19 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
ოპოზიცია სოფელ ბეგლიარში არსებული საარჩევნო უბნის გადატანას აპროტესტებს

ოპოზიცია მარნეულის რაიონში, სოფელ ბეგლიარში, არსებულ 78-ე საარჩევნო უბნის გადატანას აპროტესტებს.

მათ დღეს პროტესტის ნიშნად საარჩევნო კომისიასთან აქციაც გამართეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ყოველ არჩევნებზე აღნიშნულ უბანზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ლიდერობდა და ახლა ქართული ოცნება ცდილობს, ეს უბანი გააუქმდეს და სხვა უბანთან გაერთიანდეს.

იმ შემთხვევაში, თუ 78-ე უბანი არ დარჩება სოფელ ბეგლიარში, ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ.  

 

დღის ამბები