„გეგა არის ძალიან მაღალი პროფესიონალი, რომელსაც აქვს მართლაც უნიკალური გამოცდილება,“ - ამ სიტყვებით წარადგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, ზუგდიდს სწრაფი ეკონომიკური განვითარება სჭირდება, რასაც, მისი აზრით, გიორგი შენგელია ყველაზე უკეთ შეძლებს.
„დღეს ზუგდიდს სჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება და ყველა იმ პრობლემის დროული მოგვარება, რომელიც არის ქალაქში და დარწმუნებული ვარ, გეგა ამას ყველაზე კარგად გააკეთებს. გეგა არის სუფთა პროფესიული წარსულის მქონე ადამიანი, რომელიც პირადად ჩემთვის ისევე, როგორც თქვენთვის, არის მნიშვნელოვანი. გეგა არის თავის ქალაქზე უაღრესად შეყვარებული ადამიანი, რომელმაც ყველზე კარგად იცის, რა სტკივა ზუგდიდს, რა პრობლემებია ქალაქში და როგორ გადაჭრას ეს პრობლემები,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ქართული ოცნების სახელით შუალედურ არჩევნებში ზუგდიდში კენჭს გიორგი შენგელია იყრის.
შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.