თელავის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა. ალექსანდრე საჩიშვილი სამსახურიდან წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებს.
ამ დროისთვის უცნობია, ვინ დაიკავებს ალექსანდრე საჩიშვილის ადგილს. როგორც თელავის მერი აცხადებს, ჯერჯერობით კონსულტაცია არავისთან არ მიმდინარეობს.