დოჰაში საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 140-ე ასამბლეის გახსნას დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრო. თუმცა ვიზიტი კატარში ირაკლი კობახიძემ ქვეყნის ემირთან შეხვედრით დაიწყო.
მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურების პერსპექტივები განიხილეს.
ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე გამახვილდა.