19 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
თქვენს დეკლარაციას რომ გადავხედე მივხვდი, ვერ გაიგებთ, რატომ შეიძლება დასჭირდეს ადამიანს 1000 ლარის სესხად გამოტანა - გოგორიშვილი გვენეტაძეს მიმართავს

ბატონო კობა, დავინახე, რომ თქვენ სხვა რეალობაში ცხოვრობთ - „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიმართავს და საპარლამენტო უმრავლესობას ურჩევს ახალ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით მთავრობის მიმართ ყველა ბერკეტი გამოიყენოს.

ხათუნა გოგორიშვილის თქმით, გასულ კვირას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებებიდან მისთვის ნათელი გახდა, რომ კობა გვენეტაძე სრულად უჭერს მხარს მის მიერ მიღებულ საბანკო რეგულაციებს და ვერ ხედავს, რომ ეს რეგულაციები ხალხს მძიმე ტვირთად დააწვა.

გოგორიშვილის თქმით, ანგარიშის მოსმენისას მან თავდაპირველად იფიქრა, რომ კობა გვენეტაძე საკუთარი გადაწყვეტილების გაკრიტიკებას ერიდებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დეკლარაცია ნახა, მიხვდა, რომ ის სხვა ქვეყანაში და სხვა რეალობაში ცხოვრობს.

Картинки по запросу ხათუნა გოგორიშვილი პარლამენტი„თავიდან ვიფიქრე, რომ მას აქვს მოდუსი, რომ თავის გადაწყვეტილებას დაიცავს კბილებით. მერე ვნახე თქვენი დეკლარაცია ბატონო კობა და დავრწმუნდი, რომ თქვენ სხვა ქვეყანაში ცხოვრობთ, თქვენ არ ცხოვრობთ საქართველოში. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რომ ადამიანს 2000-3000 ლარი სესხად დასჭირდეს, რადგან ეს თქვენი ერთი ან ორი დღის შემოსავალია. ამიტომ ნუ მივანდობთ ასეთ გადაწყვეტილებებს, ჩვენი მოქალაქეების ბედს ადამიანს, რომელსაც წელიწადში 405 ათას ლარზე მეტი აქვს შემოსავალი,“ -განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

"ევროპული საქართველოს" წევრმა მოუწოდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, გამოიყენონ მათი უფლებამოსილება, რათა მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ეს რეგულაციები ან გააუქმოს ან შეცვალოს მაინც.

გოგორიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გასულ კვირას გაკეთებული კიდევ ერთი განცხადება შეახსენა. მისი თქმით, გვენეტაძე მოქალაქეებს მოუწოდებს ყველა ვალდებულება გადაიტანონ ლარში. თუმცა დეპუტატის თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თავად დოლარში 16 ანგარიში აქვს.

მოგვიწოდებთ ყველაფერი გადავიტანოთ ლარში ამ დროს თქვენი 41 საბანკო ანგარიშიდან, ძალიან სიმბოლურია,  16 არის სადოლარე,  25 არის ლარის, ამ სადოლარე ანგარიშზე 585 ათას 482 დოლარი გაქვთ, ყველას ასწავლით, რომ ანგარიში ლარში ჰქონდეთ - თქვენ დოლარში გაქვთ. იფიქრეთ,რომ ყველა თქვენნაირად მოსახლეობის ერთ პროცენტში არ შედის,“ -მიმართა გოგორიშვილმა გვენეტაძეს.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ურჩია მოეკითხა, ახალი საბანკო რეგულაციების პირობებში როგორ ახერხებენ ადამიანები საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის ყიდვას.

მისი თქმით, რადგან მოქალაქეებს სესხს აღარ უმტკიცებენ მაღაზიებში უწევთ განვადებების გაკეთება.

ნადირაშვილის თქმით ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოს მოქალაქეებს მასავით დღეში 1100 ლარიანი შემოსავალი არ აქვს.

საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხულმა დავით ჭიჭინაძემ ყოფილ კოლეგებს მოუწოდა, რომ ახალი პრემიერ მინისტრის პირობებში არ შეიძლება წინა პრემიერს და ეკონომიკური გუნდის ყოფილი წევრების გადაწყვეტილებებს ყოველგვარი მორიდების გარეშე აკრიტიკებდნენ, რადგან დარბაზში მყოფ უმრავლესობის წევრ დეპუტატებს წინა პრემიერისა და წინა ეკონომიკური გუნდისთვისაც ისევე აქვს მხარდაჭერა გამოცხადებული, როგორც ეს ნდობა მოქმედ პრემიერსა და მის გუნდს გამოუცხადა.

დღის ამბები