19 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
ივანიშვილი არამხოლოდ 9 აპრილის მთავარ ჯალათ ლებედს აფინანსებდა, აფინანსებდა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ აფხაზეთის ომს - ნათელაშვილი

ფარისევლური ეპისტოლე - ასე უწოდებს შალვა ნათელაშვილი ღია წერილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილიდან 30 წლის გასვლას მიუძღვნა.   

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არამხოლოდ 9 აპრილის ტრაგედიის ორგანიზატორებს აფინანსდებდა, მისი მტკიცებით, ივანიშვილი აფინანსებდა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ომს აფხაზეთში.   

„ოლიგარქმა 9 აპრილთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა მორიგი ფარისევლური ეპისტოლე. ტრაგიკულობა ვითარების იმაშია, რომ ბიძინა ივანიშვილი არა მარტო აფინანსებდა 9 აპრილის მთავარი ჯალათის გენერალ ლებედის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიას, არამედ იგი მანამდე მილიონებით აფინანსებდა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ომს აფხაზეთში, რომელსაც ხელმძღვანელობდა სწორედ გენერალი ლებედი. ხელისუფლების შეცვლისთანავე ბიძინა ივანიშვილის პასუხისგებაში იქნება მიცემული,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი 9 აპრილის 30 წლისთავს საჯარო წერილით ეხმაურება, სადაც მილიარდერი ისტორიული მოვლენის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ "უნდა დასრულდეს პრინციპულობის ლოზუნგით საზოგადოების გახლეჩვა, თითის გაშვერა, ერთმანეთის დამუნათება და პოლიტიკური წარსულის მუდმივი შეხსენება". თუმცა ავტორი წერილის დიდ ნაწილს სწორედ პოლიტიკური ოპონენტების წარსულს უთმობს.

დღის ამბები