19 ნოემბერი 2024,   07:17
ვრცლად
ივანიშვილს უხერხულობას არ უქმნის ლებედის დაფინანსება, რადგან ბიოგრაფიას და ქონებას ქმნიდა იმ ქვეყანაში, რომელიც საქართველოს ტკივილს აყენებდა - შავგულიძე

ივანიშვილს არც 90-იანი წლების საქართველოში უცხოვრია და არც საქართველოს ტკივილით - მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან ”ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები”, შალვა შავგულიძე ამბობს, რომ მას არ უკვირს, რატომ არ გრძნობს ივანიშვილი უხერხულობას, როცა 9 აპრილზე საუბრობს.

მისი თქმით, ივანიშვილი ზუსტად იმ ქვეყანაში ქმნიდა თავის ბიოგრაფიას და აგროვებდა ქონებას, რომელიც მაშინაც და ახლაც ტკივილს აყენებს საქართველოს.

„ჩემთვის გასაგებია ბატონი ივანიშვილის ასეთი დამოკიდებულება ამ პერსონის მიმართ,რომ მას უხერხულადაც კი არ მიაჩნია გენერალ ლებედის მხარდაჭერა და მისი დაფინანსება. საქმე იმაშია,რომ ბატონ ივანიშვილს ის პერიოდი 90-იანი წლებიდან მოყოლებული არ უცხოვრია საქართველოში და არც საქართველოს ტკივილით, ის წავიდა იმ ქვეყანაში და იმ ქვეყნის მოქალაქე გახდა, რომელიც ტკივილს აყენებდა საქართველოს და ტკივილს აყენებს დღესაც,იმ ქვეყანაში ქმნიდა თავის ბიოგრაფიას, თავის ქონებას,“-ამბობს შალვა შავგულიძე.

ბიძინა ივანიშვილი ღია წერილით 9 აპრილის 30 წლისთავს ეხმაურება და წერს, რომ 1989 წლის 9 აპრილმა საქართველოს ბედი განსაზღვრა და ქვეყნის მომავალი გადაწყვიტა.

ივანიშვილი ვრცელ წერილში წერს, რომ კორუფციის ჭაობში მყოფმა ქვეყანამ, ემოციის ფონზე "შინნაზარდი დიქტატორი აირჩია", რომელიც ასევე სისხლში ახშობდა სახალხო პროტესტებს. მისივე განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა შესაძლებლის ზღვარზე გაიარა და წარმოუდგენელი გამარჯვება მოიპოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები