19 ნოემბერი 2024,   07:32
ვრცლად
ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტს შეხვდა

ირაკლი კობახიძე, რომელიც დოჰაში საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის (IPU) რიგით 140-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას, კავშირის პრეზიდენტს გაბრიელა კუევას ბარონს შეხვდა.

მხარეებმა 2020 წელს საქართველოში ახალგაზრდა პარლამენტარების გლობალური კონფერენციის გამართვის საკითხი განიხილეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ კავშირის პრეზიდენტი სამიტის საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. 

„ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს თანამშრომლობაზე IPU-სა და საქართველოს შორის. გამოიხატა მხარდაჭერა IPU-ს პრეზიდენტის მხრიდან ამ თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. ჩვენ გვაქვს ასევე შეტანილი მომავალი წლისთვის გაზაფხულისთვის განაცხადი იმის თაობაზე, რომ ახალგაზრდა პარლამენტარების გლობალური სამიტი IPU-ს ფორმატში ჩატარდეს საქართველოში და პრეზიდენტმა გამოხატა საკუთარი პირადი მხარდაჭერა ამ საკითხის მიმართ და იმედი გვაქვს, რომ IPU საბოლოოდ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას სამიტის საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე. 

"იმართება ორმხრივი შეხვედრები ასამბლეის ფორმატში სხვადასხვა პარლამენტის თავმჯდომარესთან სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რა თქმა უნდა განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე, ამ კუთხით ჩვენთვის მნიშვნელოვანია კავშირების გაღრმავება,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები