19 ნოემბერი 2024,   07:23
ვრცლად
გამოკითხულთა უმრავლესობა დაგროვებითი პენსიის რეფორმას უარყოფითად, ან ძალიან უარყოფითად აფასებს - TI

მოქალაქეების უმრავლესობა, რომლებსაც საპენსიო რეფორმის შესახებ სმენია, დაგროვებითი პენსიის პროგრამას უარყოფითად, ან ძალიან უარყოფითად აფასებს - ეს შედეგი "საერთასორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევამ აჩვენა, რომელიც დღეს გახდა საჯარო.

კითხვაზე, "როგორ შეაფასებდით, დაგროვებით საპენსიო რეფორმას," გამოკითხულთა 35% ამბობს, რომ დაგროვებითი პენსიის პროექტს უარყოფითად აფასებს, 18% კი ძალიან უარყოფითად.

დადებით შეფასებას ამ რეფორმას 17% აძლევს, ძალიან დადებითს კი - 3%.

კვლევაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან კიდევ ერთი მასშტაბური სახელმწიფო ინიციატივა ამოქმედდა, რომელიც დაქირავებით დასაქმებულთათვის სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობას გულისხმობს. გამოკითხულთა 87%-ს სმენია ახალი საპენსიო სქემის შესახებ, თუმცა ამ ადამიანთა უმრავლესობა 53% აღნიშნულ პროგრამას უარყოფითად აფასებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები