02 მაისი 2024,   14:39
ვრცლად
გორში სურსათის ქსელური მაღაზია "სპარი" გაქურდეს

გორში სურსათის ქსელური მაღაზია "სპარი" გაქურდეს. დანაშაულის შესახებ პოლიციას მაღაზიის ადმინისტრაციამ აცნობა, თუმცა დანაკარგის შესახებ ისინი კომენტარს არ აკეთებენ. თანამშრომლების ინფორმაციით მოპარულია ძვირადღირებული კონიაკი.

გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

„საკმაოდ კარგა ხანია, რაც მუშაობს პოლიცია აქ და ფაქტია, რომ რაღაც დანაშაული იქნა ჩადენილი და დღეს ქალაქში დაუსჯელობის სინდრომი აქვთ პრაქტიკულად კრიმინალებს, სამწუხარო ფაქტი ხდება, ბნელ 90-იანებში გვაბრუნებს ხელისუფლება. „ქართულ ოცნებას“ გაექცა სადავეები და ჩვენ რიგითი მოქალაქეები სამწუხაროდ ყოველდღიურად ვაწყდებით კრიმინალს და ყოველდღიურად ამ რეალობით გვიწევს ცხოვრება,“ - აცხადებს მაღაზიის თანამშრომელი.

 

დღის ამბები