19 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
საქართველო ისევე მოიშორებს ამ ეშმაკს და ამ გაქნილ კრიმინალს, როგორც მოიშორა საბჭოთა კავშირი - სააკაშვილი ივანიშვილის ღია წერილს ეხმაურება

ბიძინა ივანიშვილის 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღია წერილს, სადაც დიდი ადგილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის და „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას ეთმობა, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.

სააკაშვილი ამბობს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილი უჭერდა მხარს და ლობირებდა 9 აპრილის ერთ-ერთ მთავარ ჯალათს, გენერალ ლებედს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ქვეყანაში არსებულ მთავარ გამოწვევაზე - სიღარიბეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის დროს ბევრად უფრო გაუარესდა ეკონომიკური ვითარება.

მიხეილ სააკაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სწორედ ივანიშვილისა და „ოცნების“ მმართველობის პირობებში, ადამიანებს უკეთესად ცხოვრების იმედი დაეკარგათ და საქართველოს ტოვებენ.

მიხეილ სააკაშვილი-ის სურათის შედეგი„ივანიშვილს ამდენის გამოთქმა არ შეუძლია ვერბალურად, სიტყვით, არავის არასდროს არ უნახავს ასეთი რთული სიტყვები მის მიერ წარმოთქმული, ამიტომ, ვიღაცას დააწერინა და თავის სახელით გამოაქვეყნა. უბრალოდ, რომ უთხრა, რომ წააკითხო, ზუსტად ისევე წაიკითხავს, როგორც დისერტაცია რომ დაწერა ვითომ, იმის სათაურს გაიმეორებს, საერთოდ არაფერ შუაშია.

„მაგრამ რადგან ეშმაკზე საუბრობს, მინდა ვთქვა, რომ რა ჰქვია იმ ადამიანს, ვინც მრავალი წლის განმავლობაში ასპონსორებდა და მხარს უჭერდა 9 აპრილის მთავარ დამრბევს და მთავარ ჯალათს, გენერალ ლებედს. შემთხვევით ეშმაკი ხომ არაა? რა ჰქვია იმ ადამიანს, ვინც შეაჩერა საქართველოს ეკონომიკური განვითარება, შეგახსენებთ, რომ ჩემს დროს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ, ივანიშვილის დროს გაიზარდა 0 პროცენტით, შემთხვევით ეშმაკი ხომ არაა?

„რა ჰქვია იმ ადამიანს, ვინც ყველა ბანკს დაეპატრონა, მთავარ მევახშედ იქცა ქვეყნის და ასობითათასი ქართველი გააკოტრა და მილიონამდე ქართველი გააქცია საქართველოდან. შემთხვევით ეშმაკი ხომ არაა? რა ჰქვია იმ ადამიანს, ვინც საქართველოს გმირებს, მაგალითად, ჩვენი ოფიცერი რობაქიძე, რომელმაც ჩამოაგდო რუსული თვითმფრინავი, მას ჩაუდო ბესელიას კადრები, ისევე, როგორც სხვა ოფიცრებს საქართველოს შეიარაღებული ძალების, რომა შამათავას ალპობს ციხეში, მაშინ, როცა აფხაზეთში ჩვენებს ხოცავენ, რა ჰქვია ასეთ ადამიანს თუ არა ეშმაკი.

„რა ჰქვია ადამიანს, ვინც მოიპარა არჩევნები და პოლიტიკურ ლიდერებს ან ქვეყნიდან აგდებს ან ალპობს ციხეში თუ არა ეშმაკი? რა ჰქვია იმ ადამიანს, ვინც უამრავ ფულს ხარჯავს Facebook-ზე და სხვაგან სიძულვილის, სიცრუის და ყველა საზიზღრობის ტირაჟირებაში, თუ არა ეშმაკი და შემთხვევით, ეს ეშმაკი 1.65 ხომ არ არის სიმაღლით, ლურჯ კოსტიუმებს ხომ არ იცვამს ხოლმე, ხეებს ხომ არ ეხუტება და კოცნის და ათასგვარ რიტუალებს ჩადის და შემთხვევით სოლოლაკის მთაზე ხომ არ ცხოვრობს.

„საქართველო ისევე მოიშორებს ამ ეშმაკს და ამ გაქნილ კრიმინალს, როგორც მოიშორა საბჭოთა კავშირი, კომუნისტური წყობა, საქართველო გათავისუფლდება და ეს მთაც გათავისუფლდება და საქართველო ისევ გააგრძელებს თავის ისტორიას, თავის განვითარებას,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი ღია წერილით 9 აპრილის 30 წლისთავს ეხმაურება და წერს, რომ 1989 წლის 9 აპრილმა საქართველოს ბედი განსაზღვრა და ქვეყნის მომავალი გადაწყვიტა.

ივანიშვილი ვრცელ წერილში წერს, რომ კორუფციის ჭაობში მყოფმა ქვეყანამ, ემოციის ფონზე "შინნაზარდი დიქტატორი აირჩია," რომელიც ასევე სისხლში ახშობდა სახალხო პროტესტებს. მისივე განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა შესაძლებლის ზღვარზე გაიარა და წარმოუდგენელი გამარჯვება მოიპოვა.

დღის ამბები