19 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
სკოლის დამამთავრებელი გამოცდების გაუქმებას გამოკითხულთა 73% არ ეთანხმება - TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა არ ეთანხმება განათლების მინისტრის ინიციატივას, სკოლის დამამთავრებელი გამოცდების გაუქმების შესახებ.  

კერძოდ, გამოკითხულთა 73%-ს არ სურს აღნიშნული გამოცდების გაუქმება.

კითხვაზე - „ემხრობით თუ არა სკოლის დამამთავრებელი გამოცდების გაუქმებას?“ რესპონდენტთა პასუხები ასე გადანაწილდა:

არა - 73%;

დიახ - 22%;

არ ვიცი - 5%.

ამავე თემაზე
დღის ამბები